ღია სტუდია -  პოლიტიკური ვითარების ანალიზი
ღია სტუდია -  პოლიტიკური ვითარების ანალიზი

პერმანენტული სახე შეიძინა საპროტესტო აქციებმა. მხოლოდ ერთი მოთხოვნა რჩება შესასრულებელი: შსს მინისტრის გადადგომა, თუმცა ხელისუფლება არ აპირებს ამ მოთხოვნის შესრულება და 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, რომლის დროსაც მთავარი აქცენტები კეთდება ხელისუფლების ძალადობით დამხობის სცენარზე და სამართალდამცავების მხრიდან ძალაუფლების გადამეტების შემთხვევებზე. აქედან გამომდინარე, ექსპერტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ გამოძიების დასრულებამდე აქციების გაგრძელებას აზრი ეკარგება და შემდგომი მოქმედება გამოძიების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უნდა დაიგეგმოს.

სტუმარი: ვაჟა ბერიძე – სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი.

  

დატოვე კომენტარი