ღია სტუდია - 20 ივნისის აქციის ძირითადი გზავნილები
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის გიგი თევზაძის აზრით, 20 ივნისის აქცია იყო კარგად სტრუქტურირებული მონანიება ადამიანთა იმ ჯგუფისა, რომლის ხმებმაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოიყვანა: მათ დაადასტურეს, რომ აღარ მოსწონთ თავიანთი არჩევანი. თევზაძის თქმით, ევროკავშირის ყველაზე იოლად შესასრულებელი რეკომენდაცია დეპოლარიზაციაა და ამისთვის ხელისუფლებამ „პოლიტიკური პატიმრები“ უნდა გამოუშვას. თევზაძის შეფასებით, მართალია, ევროპის კავშირმა საქართველოს ექვსი თვე მისცა მმართველობაში კონკრეტული პრობლემების დასაძლევად, მაგრამ არაა გამორიცხული, ამას წლები დასჭირდეს.
სტუმარი: გიგი თევზაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: