დამოუკიდებლობის 1028 დღე - საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ექვთიმე თაყაიშვილის პორტრეტი
გადაცემაში კვლავ ვაგრძელებთ საუბარს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაზე. ამჯერად, მსმენელს წარმოვუჩენთ საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის (ამხანაგის), პარლამენტის ერთ-ერთი გამორჩეული და საპატივცემულო დეპუტატის, დიდი ქართველი მეცნიერისა და ეროვნული მოღვაწის, ექვთიმე თაყაიშვილის რადიო პორტრეტს; მოგითხრობთ დამფუძნებელი კრების თუ რომელ მუდმივ კომისიებში მუშაობდა დეპუტატი. ყურადღება გამახვილებულია ექვთიმეს ღვაწლზე პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. ასევე, აღნიშნულია მისი დამსახურება საქართველოს ეროვნული არქივის დაფუძნებაში. საუბარია იმ დიდ ღვაწლზე, რაც ექვთიმეს ეროვნული განძის აღმოჩენა-აღნუსხვის, დაცვა- გადარჩენის, მოვლა-პატრონობისა და ბოლოს საფრანგეთიდან მისი სამშობლოში უკლებლივ დაბრუნების საქმეში მიუძღვის. გადაცემის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ ექვთიმე თაყაიშვილის ნაირმა დიდმა მამულიშვილებმა და მოღვაწეებმა მოიყვანეს საქართველო დღევანდელობამდე და სწორედ ამიტომაც დედა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, მისი სახელი მარადჟამს ბრწყინვალების შარავანდედით იქნება გასხივოსნებული.
დამოუკიდებლობის 1028 დღე