დამოუკიდებლობის 1028 დღე - დამფუძნებელი კრების ქალი დეპუტატები
დამოუკიდებლობის 1028 დღე - დამფუძნებელი კრების ქალი დეპუტატები

გადაცემაში „დამოუკიდებლობის 1028 დღე“ კლავ ვაგრძელებთ საუბარს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაზე; ამჯერად მსმენელს ვესაუბრებით კრების ქალ დეპუტატებზე: ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძეზე, ანა (ოლა) სოლოღაშვილზე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძეზე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძეზე და ელისაბედ (ლიზა) ნაკაშიძე-ბოლქვაძეზე. მათი პორტრეტების შესაქმნელად წარმოგიჩენთ ამ ქალბატონების ბიოგრაფიულ შტრიხებს, მოგითხრობთ მათ საქმიანობაზე საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, ყურადღებას ვამახვილებთ მათ საპარლამენტო მოღვაწეობაზე, მსმენელს შევახსენებთ დამფუძნებელი კრების თუ რომელ მუდმივ კომისიებში მუშაობდნენ ისინი. გადაცემაში ხაზი აქვს გასმული იმ თავგანწირულ ბრძოლას, რომელსაც ისინი წინააღმდეგობის მოძრაობაში ყოფნისას საბჭოთა ოკუპანტებთან აწარმოებდნენ. აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ ამ ქალებმა და მათმა თანამებრძოლებმა სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის ბრძოლას შეწირეს ყოველი ქალისთის უმნიშვნელოვანესი ქალური ბედნიერება და მიუხედავად საშინელი რეპრესიებისა, დევნისა და შევიწროებისა შეძლეს და შეინარჩუნეს უმთავრესი რამ – თავიანთი ქალური ღირსება.

დამოუკიდებლობის 1028 დღე