პიკის საათი - „აფხაზეთი საქართველოა“
პიკის საათი - „აფხაზეთი საქართველოა“

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიკოსთა მიერ მომზადდა 700 გვერდიანი გამოკვლევა, „აფხაზეთი საქართველოა“. კვლევაში შეჯამებულია ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართველ ისტორიკოსთა კვლევების შედეგები,ობიექტურად და მიუკერძოებლად გაანალიზებული ძირძველი კუთხის – აფხაზეთის ისტორიული განვითარების ძირითადი ეტაპები უძველესი დროიდან დამდეგის ჩათვლით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ე.წ „სადავო საკითხებზე“, რომელთა ირგვლივაც არ წყდება ფსევდომეცნიერული სპეკულაციები.

სატელეფონო ჩართვა: ზურაბ პაპასქირი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: