პიკის საათი - 12.07.2024
პიკის საათი - 12.07.2024

1) „ორი ბატონის მსახური“ – ინკლუზიური დასის „ცხოვრება მშვენიერია“ პრემიერა

12, 13, 14 ივლისს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სხვენში საქველმოქმედო ფონდთან – „ცხოვრება მშვენიერია“ არსებული ინკლუზიური დასი წარმოადგენს კომედიას „ორი ბატონის მსახური“ – იტალიელი დრამატურგის კარლო გოლდონის პიესის მიხედვით.

სპექტაკლში მონაწილეობს შვიდი სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირი, ოთხი პროფესიონალი მსახიობი და იტალიური სკოლის „ცისკარი“ შვიდი მოსწავლე.

სტუმრები: ნიკა ესაკია – საქველმოქმედო ფონდის ,,ცხოვრება მშვენიერია“ დამფუძნებელი;

გიორგი რევაზიშვილი – მსახიობი.

 

2) მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – ნათია ნარსავიძე

„მე ჩემს მოსწავლეებთან და ჩემს შვილებთან ერთად ვვითარდები. მათთან რომ საერთო გამომენახა და მათი ინტერესი გამეზიარებინა „ნარუტო“ და „წრიპა ბიჭის“ ყველა წიგნი წავიკითხე“.

„ვფიქრობ, პროფესიაში პროექტული სწავლება უკეთ გამომდის. პროექტზე მუშაობისას წყაროების მოძიება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. ეს კი როგორც ახალი მასალის შემეცნებაში, ისე ენის ათვისებაში გვეხმარება“.

„თუ ბავშვი გიყვარს, თუ სირთულეებთან გამკლავება არ გაშინებს, თუ ცვლილებებისკენ ისწრაფვი, თუ თავგანწირვისთვისაც მზად ხარ, მაშინ აუცილებლად უნდა შეხვიდე სკოლაში!“

სტუმარი: ნათია ნარსავიძე – დმანისის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი; მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2024-ის ფინალისტი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

3) გელა კანდელაკის შემოქმედებითი სახელოსნო

თეთრი ეკრანის მიღმა, საფეხურებზე ერთმანეთს 12 მსახიობი ენაცვლება. მაყურებელთა თვალწინ ხელების მოძრაობით ადამიანები, ცხოველები, მცენარეები, მწერები და ათასგვარი ფიგურები ცოცხლდებიან.

ეს „ბუდგრუგანა-გაგრაა“ ქართული ხელის ჩრდილების თეატრი, რომელიც კომუნისტური ეპოქის ნაცრისფერ და სიბნელით მოცულ გარემოში, რეგიონებში ბავშვებისთვის სპექტაკლების გამართვის სურვილით გელა კანდელაკმა შექმნა.

ჩრდილების თეატრი ახლა მესამე თაობის მისაღებად კონკურსს აცხადებს. ახალგაზრდები თეატრის სპეციფიკას, სამსახიობო ოსტატობას და დრამატურგიის საფუძვლებს დაეუფლებიან.

რესპონდენტი: გელა კანდელაკი – ჩრდილების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: