დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. საღამოზე ანსამბლი „რუსთავი“ კულტურული პროგრამით წარდგა. ანსამბლმა ქართული ხალხური მრავალხმიანობის ნიმუშები და ტრადიციული ცეკვები შეასრულა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორთან და ჩინეთში საქართველოს ელჩთან ერთად დაესწრო.