შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან

12:17, 28.05.2026

ოპოზიციური ალიანსის წევრები – ნიკა გვარამია, ზურა გირჩი ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდნენ. ალიანსის წევრების თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, დელეგაციასთან ისაუბრეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ მდგომარეობასა და რეგიონში მათ ინტერესებზე. ასევე, მათივე თქმით, საუბარი შეეხო მათ სამომავლო გეგმებსაც. შეგახსენებთ, რომ ეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მეორე ვიზიტია თბილისში. დელეგაცია 24 მაისს ჩამოვიდა და 29 მაისამდე დარჩება. მათ უკვე გამართეს შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.

მსგავსი