ოპოზიციური ალიანსის გეგმა

12:12, 28.05.2026

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 26 მაისს გამართული საპროტესტო აქციით ბოლომდე კმაყოფილი არ არის. აღნიშნულ საკითხს სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა. „საპროტესტო მსვლელობამ მაინც დამიტოვა უკმარისობის განცდა, არ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას, რა არის შემდეგი ნაბიჯები, ვეძებთ რევოლუციური ჯავშანმანქანის ინჟინრებს” – დაწერა სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილმა. მისგან განსხვავებით ცხრა პოლიტიკური ძალისგან შემდგარი ერთობის ლიდერთა დიდი ნაწილი, შეკრების მასშტაბით კმაყოფილია და ახალ კამპანიას იწყებს, სლოგანით – “საქართველო იმსახურებს უკეთესს”, რაც მოქალაქეებთან შეხვედრებს და აქციებს გულისხმობს. ალიანსს გარეთ მყოფი ოპოზიციური პარტიები კი – მიიჩნევენ, რომ საპროტესტო აქციამ ნათლად წარმოაჩინა, რომ ქუჩის პოლიტიკას მომავალი არ აქვს. რაც შეეხება მმართველ ძალას, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის ნაკლებობაზე ამახვილებს ყურადღებას.

მსგავსი