26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სადღესასწაულო განწყობამ მოიცვა მთელი საქართველო. საზეიმო ღონისძიებების ეპიცენტრი დედაქალაქი იყო. ორბელიანი მოედანი, ათონელის, ფურცელაძის, ვეკუას ქუჩები და ალექსანდრეს ბაღი მთელი დღის განმავლობაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკაშირებული კულტურული საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებებით იყო დატვირთული. ქუჩებში განთავსებული თემატური სივრცეები დამოუკიდებლობის დღეს და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ს წლისთავს მიეძღვნა. ბავშვების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სამხედრო ტექნიკამ, აღჭურვილობა და შეიარაღება ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე გამოიფინა. მოეწყო სპორტული შეჯიბრებები, ეროვნული კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია და ქართული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სახალხო დღესასწაული გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა.