26 მაისის აღნიშვნა მცხეთაში

18:38, 26.05.2026

მცხეთაში 26 მაისის საზეიმო თარიღი განსაკუთრებული მასშტაბით აღინიშნება, რაც ქვეყნის გაქრისტიანებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღსაც უკავშირდება. ისტორიულ დედაქალაქში მიმდინარე საზეიმო ღონისძიებებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე,  დაესწრო.
მინისტრი ადგილზე გაეცნო თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკას, შეხვდა ბავშვების ზონაში შეკრებილ პატარებს და სამინისტროს მიერ მოწყობილი საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის კუთხეს, სადაც წარმოდგენილი იყო თანამედროვე რეანიმობილი და სამედიცინო მოტოტრანსპორტი, პარალელურად კი, მოქალაქეებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის საჩვენებელი სწავლება მიმდინარეობდა.მცხეთაში განსაკუთრებული საზეიმო განწყობით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ზუსტი დრო – 17:10 საათი, როდესაც შეკრებილმა საზოგადოებამ, ანსამბლ „ალილოსთან“ ერთად, სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი პროგრამა დასკვნითი კონცერტით დასრულდება.

მსგავსი