​ერმაკს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 

21:33, 14.05.2026

ანდრეი ერმაკს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს – დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაში ბრალდებული უკრაინის პრეზიდეტნის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი საპატიმროს მხოლოდ სოლიდური გირაოს გადახდის შემთვევაში დატოვებს.

მორიგი კორუფციული სკანდალის მთავარი ფიგურანტი ბრალს არ აღიარებს. უკვე ცნობილია ისიც, რომ ერმაკის უფლებადამცველები სამართლებრივ დავას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებენ. სკანდალური საქმე ეხება კიევის ერთ ერთ ერთ პრესტიჟულ უბანში კოტეჯების მშენებლობას, რის საფუძველზეც ანტიკორუფციული ბიუროს მტკიცებით, ანდრეი ერმაკმა და სხვა ეჭვმიტანილებმა თითქმის 11 მილიონამდე დოლარი გაათეთრეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოძიება კორუფციის ბრალდებით ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოესი გარემოცვის წევრებს აკავებს. გასულ წლებში დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით არაერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი დააკავეს.

მსგავსი