საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იტალიაში
საქართვლოს საპარლამენტო დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ვიზიტით იტალიაში იმყოფება. შეხვედრები გაიმართა იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტთან, სენატში მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან. განიხილეს საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობები. აქცენტი გაკეთდა საპარლამენტო თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავებაზე. საუბარი შეეხო უსაფრთხოების საკითხებს, მიმდინარე კონფლიქტებს, მათ შორის, რუსეთის აგრესიას უკრაინაში და ირანის ირგვლივ არსებულ ვითარებას.