იაშვილის კლინიკის განცხადება

12:32, 07.05.2026

იაშვილის კლინიკა მზად არის სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში ჩაერთოს. საუბარია იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებებზე. ამ სერვისებს ასევე მიიღებენ სპინალურ კუნთოვანი ატროფიის და ბეკერის დაავადების მქონე მოზარდები. ახალი სერვისების ამოქმედება უახლოეს მომავალში იგეგმება. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი იაშვილის კლინიკას ესტუმრა და იქ არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო. მიხეილ სარჯველაძემ ექიმებთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებაში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურებებისთვის არსებული შესაძლებლობები განიხილა, ასევე ისაუბრეს ბენეფიციართა საჭიროებებსა და პროგრამის ახალი კომპონენტის ეფექტურად მართვის საკითხებზე. მინისტრის განცხადებით, სიახლე ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ არაერთი სერვისი, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.

მსგავსი