გაცნობითი შეხვედრები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან დისკუსიას მინისტრები, მათი მოადგილეები, დეპარტამენტებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. განიხილეს არსებული გამოწვევები. იმსჯელეს სამომავლო განვითარების ხედვებსა და პრიორიტეტებზე.