ვასილ მაღლაფერიძე – ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გარე აუდიტის 2025 წლის დასკვნა, დასრულდა ახალი შენობის მშენებლობა, რომელსაც უძღვებოდა მენეჯმენტი და ამ მიმართულებითაც სრულიად უნაკლოდ არის ნამუშევარი

18:42, 29.04.2026

საქართველოს პირველი არხის 2025 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ უპირობო დადებითი დასკვნა მოამზადა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი სამეურვეო საბჭოს მიერ შერჩეული, საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიის მიერ ყოველწლიურად მოწმდება.

პროცესი მოიცავს ფინანსური ანგარიშგებების, სახელმწიფო შესყიდვებისა და საგადასახადო ანგარიშგების აუდიტს. აუდიტორულმა კომპანიამ ყველა ამ მიმართულებით დადებითი დასკვნა მოამზადა, დარღვევა ან კანონმდებლობასთან შეუსაბამობა არცერთი მიმართულებით არ გამოვლენილა.

საერთაშორისო აუდიტის დასკვნის კომენტირებისას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ 2025 წლის დასკვნა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო.

„ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმი, რომლითაც სამეურვეო საბჭო აკონტროლებს მენეჯმენტის ფინანსურ ოპერაციებს. გარე აუდიტი ყოველწლიურად ტარდება. უკვე კარგ ტრადიციად იქცა, რომ არცერთი დარღვევა არ არის მითითებული, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2025 წლის დასკვნა. მოგეხსენებათ, ახალ შენობაში საბოლოოდ გადმოვედით, შენობა დასრულდა და მშენებლობას უძღვებოდა მენეჯმენტი, თუმცა ეს არც მის კომპეტენციაში შედიოდა და არც მოვალეობებში. ათასში ერთხელ ხდება ასეთი რამ და სასიხარულო, მისასალმებელია, რომ მენეჯმენტმა ამასაც ძალიან ღირსეულად გაართვა თავი, ამ მიმართულებითაც სრულიად უნაკლოდ არის ნამუშევარი“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

საქართველოს პირველი არხის 2025 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე უპირობო დადებითი დასკვნა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, შპს „მოორ ეიბისიმ“ მოამზადა.

მსგავსი