დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში

18:20, 24.04.2026

„ოპოზიციური ალიანსი“ და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს ისევ უპირისპირდებიან. ექსპრეზიდენტი მათ სამოქმედო გეგმას უწუნებს, თუმცა ალიანსიდან გასვლას არ აპირებს, რადგან მისი განცხადებით, ეს ახლა „მეათეხარისხოვანი და სრულიად არარელევანტური საკითხია“. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შეცდომაა პოლიტიკის მთლიანად ქუჩით ჩანაცვლება. მისი განმარტებით, ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული. სააკაშვილის კრიტიკა „ოპოზიციურმა ალიანსმა“ პერსონალურ თავდასხმად შეაფასა. დაპირისპირება არ უკვირთ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ „თავიდანვე ნათელი იყო, ალიანსი დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა ერთობას“.

მსგავსი