გაფრთხილება თუ მუქარა – ევროკავშირის ელჩის განცხადება 

21:11, 23.04.2026

ევროკავშირის ელჩის განცხადებას დიდი ალბათობით ამჯერად რეაგირება მოჰყვება.

პრემიერი საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკის დაბარებას საჭიროდ მიიჩნევს. ღია მუქარა – ასე ფასდება მმართველი გუნდის მხრიდან ბრიუსელში დიპლომატის მიერ გაჟღერებული გზავნილი, რომლის მიხედვით საქართველო გზაგასაყარზე დგას, ერთი გზა ევროკავშირისკენ, მეორე გზა კი ბნელი წარსულის, სიღარიბისა და სამოქალაქო ომისკენ მიდის. განცხადება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში საქართველოს შესახებ მომზადებულ გამოფენაზე გაკეთდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირის ელჩის სიტყვებმა მმართველი გუნდის მძიმე რეაქცია გამოიწვია. დიპლომატი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და ხელისუფლების შეცვლის მცდელობებში არაერთხელ დაადანაშაულეს. ბოლო განცხადებამ კი „ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკა კიდევ უფრო გაამკაცრა. შეჩერებული ევროინტეგრაციის ფონზე თბილისი ბრიუსელთან ურთიერთობის აღსადგენად მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა სახელდება კონკრეტული პირობები.

თავისი პირობები და მოთხოვნები აქვს ევროკავშირსაც – თამუნა წიკლაური არკვევდა, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ევროკავშირის ელჩის სიტყვებს.

მსგავსი