საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები პროკურატურასთან და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით ჩატარდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, სატვირთო ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავის 18 000 კილოგრამი უნივერსალური დანამატი „ოქტან+“ გადმოიტანეს. ნივთიერება ავტომობილებისთვის განკუთვნილი საწვავის მისაღებად გამოიყენება. გამოძიების ცნობით კუსტარულად დამზადებული საწვავი სისტემატურად იყიდებოდა. დანაშაული 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.