გამოკითხვა უსაფრთხოების სამსახურში

18:20, 10.03.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაბარებული, გია ხუხაშვილის გამოკითხვა 4 საათს გაგრძელდა. ექსპერტმა გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი შეეხო, იმ განცხადებას, რომელიც მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გააკეთა და ირანის ომის ფონზე, საქართველოში მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა. მისივე თქმით, შესაძლოა მის მიერ გაკეთებული განცხადება საფრთხის შემცველი იყოს, თუმცა  აღნიშნული განცხადებით, შესაძლოა რისკების პრევენციაც მოხდეს.  რა გახდა მისი განცხადებების საფუძველი – ეს იყო კითხვა, რომელიც ექსპერტის მიმართ, ყველაზე ბევრჯერ დაისვა. ხუხაშვილი ამბობს, რომ დასკვნების გაკეთების საფუძველს, ღია წყაროებში გაკეთებული განცხადებების ანალიზი აძლევს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გამოძიებას სისხლის სამართლის მუხლით აწარმოებს, რომელიც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის, მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

მსგავსი