საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში – გამოხმაურება
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრებს აშშ-ში, არაერთგვაროვნად აფასებენ ქართულ პოლიტიკური სპექტრში. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვას ვერ შეძლებს. მმართველ გუნდში საპირისპიროს პროგნოზირებენ და ურთიერთობების ახალი ფურცლიდან აღდგენას ელოდებიან.