საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, ენდრიუ ბეიკერთან გამართა შეხვედრა. ისაუბრეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებასა და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე. საუბარი შეეხო ასევე უსაფრთხოების გამოწვევებს. შეხვედრას აშშ-ში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი დაესწრო.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა გამართა კონგრესმენ ადერ ჰოლტთან. სამხარაძის განცხადებით, კონგრესმენი დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს სტრატეგიულ როლზე, ტრანზიტისა და დაკავშირებადობის მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.