პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება

12:05, 28.02.2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას კიდევ ერთხელ განცხადებით ეხმაურება. ირაკლი კობახიძე წერს:
„ბრიტანული სანქციები რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ამას უტყუარად მოწმობს ადგილობრივი უცხოური აგენტების ერთიანი „მესიჯბოქსი“ და მრავალრიცხოვანი განცხადებები, რომლითაც ისინი სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებდნენ,“ – წერს კობახიძე. პრემიერის თქმით, ამ შემთხვევაში, მედიის თავისუფლების ხელყოფისა და დებატების ჩამშლელის როლი არა ნიკა გვარამიამ, არამედ უშუალოდ ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა. ამასთან, როგორც კობახიძე ამბობს, ქართული სახელმწიფო იმდენად ძლიერია, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს.

მსგავსი