სასამართლოს ვერდიქტი

15:33, 05.02.2026

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „რატის ბარში“ მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 11 მაისს, თბილისში, „რატის ბარში“ ბრალდებულმა ივანე გიგლემიანმა განზრახ მკვლელობის მიზნით, 18 წლის ახალგაზრდა ბარის უკანა სივრცეში არსებულ ოთახში გაიყვანა და დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა ნამდვილად იცოდა მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა მომხდარი სამართალდამცველებს არ შეატყობინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ივანე გიგლემიანი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, სასამართლომ დამნაშავედ ცნო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით და სასჯელის სახედ და ზომად სამი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მსგავსი