მკვლელობა მუხრანში

12:01, 25.01.2026

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი, არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობა წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება, დანაშაულის მოტივი კი – შურისძიება გახდა. როგორც ადგილობრივები პირველ არხთან საუბარში ამბობენ, ფაქტი არ დაუნახავთ, თუმცა, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ორი ადამიანის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზეა დაწყებული.

მსგავსი