ღვინის ხარისხის კონტროლი
ქართული ღვინის ხარისხის კონტროლი 2026 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.
ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტის მონიტორინგი, მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის იმიჯისა და ხარისხის დაცვას და რეალიზაციის მაჩვენებლების გაუმჯობესებას ემსახურება. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტროლის მექანიზმები როგორც უშუალოდ რთველის პროცესის მონიტორინგს, ისე საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას და სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქციის ხარისხის კონტროლს ითვალისწინებს. რა სტანდარტით მოწმდება ქართული ღვინო და როგორია გასულ წელს სექტორში ჩატარებული ინსპექტირების შედეგები – მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით.