შეხვედრა გერმანიის საელჩოში

15:06, 17.01.2026

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის საელჩოში შეხვედრა გაიმართა. პიტერ ფიშერთან ორი დღის წინ გამართულ შეხვედრას ოპოზიციური პარტიების წევრები და აქტივისტები ესწრებოდნენ. გავრცელებული ცნობებით, საუბარი შეეხო დაფინანსებისა და ხელისუფლების ცვლილების საკითხებს. შეხვედრას „მოამბესთან“ სატელეფონო საუბარში ადასტურებენ დამსწრე პირები.

აქტივისტი ნიკოლოზ ხოსროშვილი აცხადებს, რომ საუბრის მთავარი თემა, რეალურად, ევროინტეგრაცია და ამ გზაზე დაბრუნებისთვის საჭირო ნაბიჯები იყო. შეხვედრის დეტალებზე საუბრობს დავით ქაშიაშვილიც, რომლის განმარტებით, შეხვედრას 20 პირი ესწრებოდა, თავად კი გერმანიის ელჩს თავისი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მსგავსი