გამოკითხვა უსაფრთხოების სამსახურში

18:18, 11.12.2025

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს, ისრაელის ქნესეთის წევრების ვიზიტი, საქართველოში შესაძლო ტერორისტული საფრთხის გამო გაუქმდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო და გამოკითხვაზე საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი, იციკ მოშე დაიბარა.

იციკ მოშეს განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია ქნესეთის წევრისგან მიიღო, რომელსაც თავის მხრივ, ეს ინფორმაცია ქნესეთის ეთიკის კომისიის რომელიღაც წარმომადგენელმა მიაწოდა. უწყების ცნობით, ინფორმაციის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო იციკ მოშემ ვერ დაასახელა.

თემაზე „მოამბის“ ჟურნალისტი, ნათია ქენქაძე მუშაობს.

მსგავსი