მზადება საბავშვო ევროვიზიისთვის
საბავშვო ევროვიზიის ფინალამდე რამდენიმე დღე რჩება. ყველა საორგანიზაციო მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია. მიმდინარეობს რეპეტიციები. საქართველოს სახელით, კონკურსზე პირველი არხის პროექტის, „რანინას“ გამარჯვებული, ანიტა აბგარიანი წარდგება, სიმღერით, Shine like a star. ფინალური შოუ 13 დეკემბერს, 20:00 საათზე გაიმართება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას, ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ. საქართველოში საბავშვო ევროვიზია უკვე მეორედ იმართება.
მარიკა შალიკაშვილი პირდაპირ ეთერში სტუმართან, ევროვიზიის პროდიუსერთან – ნათია უზნაძესთან ერთად გვიერთდება.