თავდასხმა კემბრიჯის მატარებელში
დიდ ბრიტანეთში დანით თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათგან ცხრა პირის მდგომარეობა მძიმეა. „როიტერსის“ ინფორმაციით, თავდასხმა კემბრიჯში, მატარებელში მოხდა. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ორი ეჭვმიტანილი დააკავა. თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. შემთხვევას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც. კირ სტარმერმა თავდასხმას „ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტი“ უწოდა.