ფინანსური შეღავათები კლინიკებისთვის
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს შეღავათს სთავაზობს.
დღეს ამოქმედებული დადგენილების ადრესატები ის საავადმყოფოები არიან, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს სახელმწიფოს მიმართ სოლიდური დავალიანება დაუგროვდათ. სამინისტრო მათგან უკვე წლებია, პანდემიის დროს ცარიელი საწოლ-ფონდისთვის გადარიცხული თანხების და დავალიანების გადაუხდელობის გამო დაგროვილი ჯარიმების დაფარვას ითხოვს. შეთავაზების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც 2020-22 წლებში დაგროვილი დავალიანების 25%-ს გადაიხდიან, დანარჩენი საგადახადო ვალდებულებები საერთოდ ჩამოეწერებათ. თავის დროზე კოვიდ-პაციენტებს 100-ზე მეტი კლინიკა ემსახურებოდა. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ოფიციალური მონაცემებით, მათ დიდ ნაწილს სახელმწიფოს ვალი აქვს. შეთავაზებას საავადმყოფოებისგან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.