რუხის კლინიკაში ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას

10:57, 17.06.2020

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ცხრა პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ კლინიკის ცხრა პაციენტს შორის ოთხი კოვიდინფიცირებულია. ხუთი პირი კი, ცხელებითა და სხვა რესპირატორული ჩივილებით არიან შეყვანილი საავადმყოფოში. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, გუშინ ტესტირება ჩაუტარდა ცხელებით შეყვანილ პაციენტებს, სამედიცინო პერსონალსა და ტრაილერის რვა მძღოლს, ყველა პასუხი უარყოფითია.

მსგავსი