ზუგდიდში, გარევაჭრობის წესის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ქალბატონი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

ცოტა  ხნის წინ დასრულდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სხდომა, სადაც ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულის საქმე განიხილეს. მოსამართლე გაფრთხილებით შემოიფარგლა და ლალი შულაია დარბაზიდან გაათავისუფლა.

შუახნის ქალბატონი დღეს დილით ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარევაჭრობის წესის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

უკვე მეოთხე დღეა, ბაზარში დასაქმებულები, აქციებს მართავენ. მათ დღეს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეც შეხვდა. მისი განცხადებით, მოვაჭრეებს, საქმიანობის გასაგრძელებლად ალტერნატიული ფართები არაერთხელ შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.

საპროტესტო აქციაზე დღეს დილით სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო. 2 ქალბატონს შესაბამისი დახმარება ექიმებმა ადგილზევე აღმოუჩინეს.