ზუგდიდში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანთა საბჭოს წევრებმა, გმირულად დაღუპული ბადრი ბერანძის ოჯახის წევრებმა ყვავილებით შეამკეს აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი. ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მოძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. 2008 წლის აგვისტოს ომში 4 ზუგდიდელი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.
17 წელი აგვისტოს ომიდან