ზუგდიდმა კლასიკური მუსიკის ფესტივალს უკვე მეორედ უმასპინძლა. დადიანების სასახლის ეზოში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ნაწარმოებები მსოფლიოში ცნობილმა ოპერის ქართველმა მომღერლებმა შეასრულეს. ღონისძიება, „ზუგდიდობის“ სადღესასწაულო დღეების ფარგლებში, „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.