მარიუპოლის სამხედრო გზით განბლოკვა ახლა შეუძლებელია, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, საკითხი დიპლომატიურად გადაწყვიტოს. „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან სამხედროების გამოყვანისთვის მომლაპარაკებლები მიწვეული არიან თურქეთიდან, ისრაელიდან და შვეიცარიიდან. საკითხის მოგვარების პროცესში ჩართულები არიან საფრანგეთი, გაერო და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.