პრეზიდენტ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინამ სირიის პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. დოკუმენტის თანახმად, ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ სანქციები 10 წლის ვადით განისაზღვრა. სანქციები ასევე დაწესდა სირიის პრემიერისა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ. გარდა ამისა, სანქციების ქვეშ აღმოჩნდა ასევე ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაურიც. საერთო ჯამში, სია შეიცავს 300 სახელს, რომელთა უმეტესობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. გასულ წელს, უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ცოტა ხნის წინ, ბაშარ ალ-ასადმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ვლადიმერ პუტინის ქმედებებს და რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ „ძველ და ახალ ნაცისტებთან“ ბრძოლა უწოდა.