ზაზა სარალიძემ ზვიად კუპრავას მიერ პირველი არხის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

ზვიად კუპრავამ აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ზაზა სარალიძეს დაურეკეს და ულტიმატუმი წაუყენეს, რომ თუ ის ტელევიზიასთან ინტერვიუს მისაცემად არ მივიდოდა, პირველი არხის საგამოძიებო ჯგუფის მიერ მომზადებული ფილმი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ეხება, ეთერში ვერ მოხვდებოდა.

ზვიად კუპრავამ ზაზა სარალიძის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მაუწყებელს დააკისრა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა, სადაც კუპრავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

მოგვიანებით, თავად ზაზა სარალიძემაც დაადასტურა, რომ მას პირველი არხიდან ულტიმატუმით არავინ დაკავშირებია.

რაც შეეხება ფილმს, ხორავას ქუჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, საგამოძიებო ჯგუფს ჯერ მასზე მუშაობა არ დაუსრულებია.