ზაზა სარალიძე საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა.
აუდიენციას ესწრებოდნენ ევროსაბჭოს და ნატო-ს წარმომადგენლები.

შეხვედრას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში მიმდინარეობდა, სარალიძის ოჯახის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე და ზემოთაღნიშნული ორგანიზაციის წევრები იმყოფებოდნენ.

ზაზა სარალიძის თქმით, მან ინფორმაცია მიაწოდა საქმის გარემოებებზე. შეხვედრის შემდეგ სარალიძემ მედიასთან აღნიშნა, რომ დიპლომატიურ კორპუსს აქვს შესაძლებლობა ხელისუფლებას კონკრეტული კითხვებით მიმართოს.