ზაზა სარალიძე დავით ოქიტაშვილის დაკითხვას მოითხოვს

ზაზა სარალიძე შსს სამინისტროსგან დავით ოქიტაშვილის დაკითხვას მოითხოვს. სარალიძის თქმით, კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლევან დადუნაშვილი დავით სარალიძის გამო მოკლეს.

გარდაცვლილის მამა შსს-ს მოუწოდებს, დაიკითხოს ოქიტაშვილი და გაირკვეს, საიდან ფლობს ის ამ ინფორმაციას. დეზინფორმაციის შემთხვევაში, სარალიძე ოქიტაშვილის პასუხისმგებლობას ითხოვს. დავით ოქიტაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა.

სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი კვირის წინ, საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარი შემთხვევის გამოძიებას სთხოვს. საუბარია კუპრავას ინციდენტზე, როდესაც ბრალდებული სასამართლო დარბაზში პოლიციამ ძალის გამოყენებით აიყვანა.