ინგოროყვას კლინიკაში მოხვედრის შემდეგ, ზაზა სარალიძე დღეს კვლავ პარლამენტის შენობასთან დაბრუნდა. ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად პროტესტს განაგრძობს. მოთხოვნები უცვლელია – დაისაჯონ დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელები და გადადგეს საქართველოს მთავრობა. პარლამენტთან საპროტესტო აქცია 19:00 საათზე განახლდება.
შეგახსენებთ, ზაზა სარალიძე გუშინ სამართალდამცავებთან შელაპარაკების დროს შეუძლოდ გახდა. აუცილებელი გახდა მისი ჰოსპიტალიზება. უკვე დღეს სარალიძემ გუშინდელი ინციდენტის გამო, სამართალდამცავებს ბოდიში მოუხადა.