ზაზა სარალიძე აქციიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

ზაზა სარალიძე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

პარლამენტთან აქციაზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც, სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რადგან სამართალდამცველებმა მათ კარვების გაშლისა და გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს.  ამის შემდეგ, ზაზა სარალიძემ პოლიციელებს საკუთარი შვილის ფოტო დაუდო და მიმართა, ზედ გადაევლოთ. კარვები რამდენიმე წუთის წინ საპატრულო პოლიციამ წაიღო.