პარლამენტთან აქციაზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა [ფოტო/ვიდეო]

პარლამენტთან აქციაზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რადგან სამართალდამცველებმა მათ კარვების გაშლისა და გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს.  ამის შემდეგ, ზაზა სარალიძემ პოლიციელებს საკუთარი შვილის ფოტო დაუდო და მიმართა, ზედ გადაევლოთ.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციას მართავენ.

 

დატოვე კომენტარი