ზამთრის ტურისტული სეზონი სვანეთში

ტურისტული სეზონი სვანეთში. სამთო კურორტებზე არსებული ნალექის პრობლემის მიუხედავად, სათხილამუროდ მესტიაში შედარებით კარგი პირობებია. კურორტი ტურისტების სიმცირეს არ უჩივის. ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის სიგრძე – სვანეთის კურორტები ელოდება როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ მოთხილამურეებს, თუმცა, ტურისტები პრობლემაზეც საუბრობენ და ეს ელექტროენერგიის ხშირი შეწყვეტაა.

რა ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგემება კურორტზე პირობების გასაუმჯობესებლად და რა ვითარებაა სეზონზე მესტიაში, ნახეთ  რეპორტაჟი სვანეთიდან.