ზაფხულის ღამის ჯაზი – ახალი ფესტივალი მუსიკალურ სივრცეში. მუსიკოსების მიერ დაფუძნებული ჯაზფესტივალი ხვალიდან აიღებს სტარტს. სამი დღის განმავლობაში ცნობილი ქართველი შემსრულებლები მსმენელებს იმპროვიზაციულ კონცერტებს შესთავაზებენ. მათ შორის იქნებიან ზაზა მარჯანიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, მაია ბარათაშვილი, დათო ევგენიძე, დინი ვირსალაძე. ეს ჩემი ფესტივალია – ასეთია ახალი ჯაზ-ფესტივალის დევიზი.