ყვითელჟილეტიანების მანიფესტაცია პარიზში

ყვითელჟილეტიანების 25-ე მანიფესტაცია საფრანგეთის დედაქალაქში. საპროტესტო აქციები პარიზის თითქმის ყველა ცენტრალურ გამზირზე მიმდინარეობს. აქციები იმართება ნაციონალურ მოედანზე, რადიოს სახლთან, შანზელიზეს ქუჩაზე, რესპუბლიკის მოედანზე, იგეგმება საპროტესტო მსვლელობებიც, მათ შორის შარლ დე გოლის აეროპორტამდე.

ყვითელჟილეტიანები აცხადებენ, რომ დღეს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ მათი არ ეშინიათ და პირველ მაისს ასობით დაშავებული მომიტინგის მიუხედავად, ისინი მანიფესტაციებს კვლავ გააგრძელებენ. ყვითელჟილეტიანები ხელისუფლებისგან გადასახადების შემცირებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ასევე შს მინისტრისა და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. დემონსტრაციები სამართალდამცველების სრული მობილიზაციის ფონზე იმართება.

„მოამბის“ ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი დეტალებით პარიზიდან.