ყირიმის ხიდის აფეთქება - შეფასებები

ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ. მიხაილ პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ყველაფერი არალეგალური უნდა განადგურდეს“. უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა კი ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მერლინ მონრო ასრულებს სიმღერას „დაბადების დღეს გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო“.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. თავის მხრივ, ანექსირებულ ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნული მთავრობის წევრები მომხდარში უკრაინას ადანაშაულებენ.