წყალტუბოს საკარანტინო ზონაში იტალიიდან ჩამოყვანილი საქართველოს 97 მოქალაქეა მოთავსებული
წყალტუბოში, სასტუმროს საკარანტინო ზონაში, იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილი საქართველოს 97 მოქალაქეა მოთავსებული. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის განცხადებით, მოქალაქეებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნებათ და თავს კარგად გრძნობენ.
მისივე ინფორმაციით, მათი იზოლაცია უსაფრთხოების ზომების გამო ხდება. მათ უტარდებათ პერიოდული შემოწმება და ხდება მათი ინფორმირება. სასტუმროში მოთავსებულებზე დაკვირვებას სამედიცინო პერსონალი მოახდენს.