წყალდიდობა ნეპალში

18:27, 26.08.2026

ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 93 პირი. ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა. ქვეყნის ტურიზმის საბჭოს ცნობით, დაკარგულად ითვლება 400-მდე მოგზაური, მათგან 291 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მომხდარს ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მეწყერი ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია. ნეპალს სოლიდარობა გამოუცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა. ნარენდრა მოდის თქმით, ინდოეთი მზადაა ნეპალს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს. ამასთან, წყალდიდობამ ტიბეტიც დააზარალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სამძებრო სამუშაოების დაწყების ბრძანება გასცა.

მსგავსი