„წლის წიგნი 2016-2017“-ის პრეზენტაცია

თბილისის ივენთ ჰოლში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წლის შემაჯამებელი ჟურნალის წლის წიგნი 2016-2017-ის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული სამუშაო შეჯამდა. წლის წიგნში, რომელიც ფედერაციამ გამოსცა, თავმოყრილია აქამდე გამოცემული ექვსივე წლის წიგნი, მწვრთნელთა სახელმძღვანელო და იმ მასშტაბური ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც ფედერაციამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განახორციელა.

ღონისძიებაზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ თანამშრომლობისთვის და საკალათბურთო ღონისძიებების აქტიურად გაშუქებისთვის, პირველი არხი დააჯილდოვა. სიმბოლური პრიზი გადაცემა სპორტის დაფის წამყვანს, დავით ბანანაშვილს გადასცეს.